Sunday, June 6, 2010

narkomania






ნარკომანია (ბერძნ. νάρκη /narkē/ — „ძილი“, „გაშტერება“ და μᾰνία /mania/ — „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივად ფორმირებადი სინდრომის არსებობით:
1.შეცვლილი რეაქციის სინდრომი;
2.ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;
3.ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში)
4.ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.

1.შეცვლილი რეაქციის სინდრომი

ეს არის ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების ჩამოყალიბების პირველი ეტაპის სინდრომია და გულისხმობს ნარკოტიკის მოხმარების ფორმის ცვლას; ზედმეტი დოზის მიღებისას, დამცავი რეაქციების გაქრობას; ტოლერანტულობის და გაბრუების ფორმის ცვლას.


2.ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი

ეს არის ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ჩნდება და გულისხმობს ფსიქიკურ (ობსესიურ) ლტოლვასა და ინტოქსიკაციის დროს ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარს. მას წინ უძღვის შეცვლილი რეაქციის სინდრომი.


3.ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი

იგი გულისხმობს ფიზიკურ (კომპულსიურ) ლტოლვას, ინტოქსიკაციის დროს ფიზიკური კომფორტის მიღწევის უნარს და აბსტინენტურ სინდრომს. ამ სინდრომის გამოჩენას წინ უწღვის ორი წინამავალი სინდრომი.


4.აბსტინენტური სინდრომი [რედაქტირება]

ეს არის ფიზიკური და/ან ფსიქიკური დარღვევების სინდრომი, რომელიც ნარკომანიით დაავადებულებს უვითარდებათ, მას შემდეგ, რაც ისინი წყვეტენ ნარკოტიკის მიღებას ან ამცირებენ მის დოზას. აბსისტენტური სინდრომი ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომის შემადგენელი ნაწილია. ნარკოტიკის მიღების შეწყვეტის შემდეგ აბსტინენტური სინდრომის განვითარების დრო ინდივიდუალურია ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის: ყველაზე სწრაფად ვლინდება აბსტინენცია ალკოჰოლიზმის დროს — რამდენიმე საათის შემდეგ; უფრო ნელა ვლინდება ოპიომანიისა და ჰაშიშიზმის დროს — 20-24 საათი.

აბსტინენტური სინდრომი დაავადების მანძილზე თანდათანობით ვითარდება, ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის სხვადასხვა დროში: ყველაზე ნელა აბსტინენტური სინდრომი ყალიბდება ალკოჰოლიზმისას, სწრაფად — ჰაშიშიზმის დროს, უფრო სწრაფად — საძილე საშუალებებისა და სტიმულატორების მოხმარებისას და ყველაზე სწრაფად — ოპიომანიის და კოკაინიზმის დროს.

www.wikipedia.com





ნარკომანიის არსებითი მახასიათებლებია:
ნარკოტიკული საშუალებების მიღების დაუძლეველი ლტოლვა (მიდრეკილება) და
მიღებისთვის განსაზღვრული ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობის გაზრდის ტენდენცია

მკურნალობა
ნარკომანიის მძიმე ფორმების მკურნალობა (ჰეროინისადმი მიდრეკილება) ხშირად უშედეგოა. სპეციალიზებულ კლინიკაში გამოყენებადი მეთოდიკა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ქმედითი, თუ თავად ავადმყოფია აქტიურ პოზიციაზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, გამოჯანმრთელების შემდეგ ხშირია რეციდივები.
ნარკომანიასთან ბრძოლა, პირველ რიგში, საკანონმდებლო დონეზე მიმდინარეობს. ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების, ტრანსპორტირების და გავრცელებისთვის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ითვალისწინებენ სისხლის სამართლის მკაცრ სანქციებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის ფართო პროპაგანდას. მაგრამ მაინც თვლიან, რომ უფრო ეფექტურია (მაგრამ ცოტა რთული), საზოგადოებას ისეთი სოციალური პირობები შეუქმნან, რომელიც ნარკოტიკების გამოყენებას ხელს შეუშლის.


www.wikipedia.com





ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ნარკოტიკებს იყენებენ იმ სასიამოვნო შეგრძნებების გამო, რომლებიც მიღებისთანავე იჩენს თავს: ადამიანი დგება კარგ ხასიათზე, აქვს სასიამოვნო შეგრძნებები, დადებითი ემოციები, ხდება უფრო აქტიური, არ გრძნობს დაღლილობას, აქვს ხილვები. ეს ეფექტები ე.წ. კაიფი, ხანმოკლეა და შემდეგ იწყება გამოსვლის ფაზა, რასაც შემდეგი მოვლენები აღენიშნება: გახშირებული ან შენელებული გულისცემა და სუნთქვა, მომატებული წნევა, ოფლიანობა, მომეტებული სხეულის ტემპერატურა, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირის სიმშრალე, ხელების კანკალი, წონასწორობის დარღვევა. ნარკოტიკების მიჩვევა იწვევს შემდეგს: ძლიერი ტკივილები, უძილობა, ძლიერი გადაღლა, უსაფუძვლო შიშები და შფოთვა, უმადობა, კუჭნაწლავის აშლილობა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, ნარკოტიკების მტანჯველი სურვილი. ნარკოტიკები ანგრევს ადამიანის ორგანიზმს: ტვინს და ნერვულ სისტემას, გულ-ღვიძლს, საჭმლის მომნელებელ სისტემას, ძვლის ტვინს, სასქესო ორგანოებს, იკარგება ცხოვრების ინტერესები, ექვემდებარები ნარკოტიკს. ამ დაავადებისაგან განთავისუფლება ძალიან ძნელია და იშვიათად, რომ ვინმემ შეძლოს. ხდება პიროვნების დეგრადაცია, შეიძლება განვითარდეს პარანოია, ფსიქოზი… ნარკოტიკი ამცირებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას: ნარკომანი კრიმინალურ გარემოცვაში ტრიალებს, მისი სიცოცხლე მუდამ საფრთხეშია, მაღალია აივ ინფიცირების რისკი, არსებობს ზედოზირების საშიშროება, რაც ძალიან ხშირად იწვევს სიკვდილს. ახლა თქვენ თვითონ განსაჯეთ ღირს კი იმ მოკლევადიანი მცირე სიამოვნებისათვის ასეთი სასჯელი? არსებობენ ადამიანები, რომლებიც ადრე ჩაითრია ამ საშინელებამ და ახლა თავს ვეღარ შველის.


bibliograpia

Tbilisis saxelmwifo samedicino universiteti xelnaweris uflebiT ...File Format: PDF/Adobe Acrobat - Quick View
narkomania da toqsikomania, fsiqiuri moSlilobani da sxv.) aramed, .... gaxSireba (narkomania, toqsikomaniebi, alkoholizmi da sxv.). ase, ...
www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000222/disertacia.pdf

www.nplg.gov.ge



Title The cult of pharmacology : how America became the world's most troubled drug culture
Author DeGrandpre, Richard J.
ISBN 0822338815
Edition
Publication Date 2006
Publisher Duke University Press
Physical Description print x, 294 p. ; 25 cm.
Format text
Abstract
Online Resources Table of contents only -

www.opac.iliauni.edu.ge





https://docs.google.com/document/edit?id=1C7o-vltMe1UoTtz3bi7tOXyHqvcI6OdpVe_4YmCFcYQ&hl=en

www.docs.google.com

www.docs.google.com

1 comment:

  1. Fajnie to wszystko zostało tu opisane.

    ReplyDelete